საერთაშორისო კომპანია Moore Abc, რომელიც ქართულ შრომით ბაზარზე პოზიციონირებს ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების მიწოდებით, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებებს და აქტიურ ვაკანსიებს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
2025 წლის 19 ივნისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტებისა და კურსდმთავრებულების შეხვედრა კომპანიის წამომადგენლებთან. დასწრება თავისუფალია!
შეხვედრაზე საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore Abc-ის წამომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობაზე, თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევბსა და სტანდარტებზე, ვრცლად ისაუბრებენ კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესახებ.
დასაქმების მოსურნე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა რეკომენდაციები მიიღონ პროფესიონალებისგან, ადგილზე შეავსონ სააპლიკაციო ფორმები და სამახსოვროდ მიიღონ კომპანიის ბრენდირებული ნივთები.
გთხოვთ მობრძანდეთ!
თარიღი:
17/06/2025